» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ქართველები ლა ლიგაში: გზა, რომელიც მესხი-მეტრეველის დუეტის რეალში ტრანსფერით უნდა დაწყებულიყო


ქართველები ლა ლიგაში: გზა, რომელიც მესხი-მეტრეველის დუეტის რეალში ტრანსფერით უნდა დაწყებულიყო

ლა ლიგის 36-ე ტურის ფარგლებში ქართული ფეხბურთისთვის დასამახსოვრებელი ფაქტი დაფიქსირდა - გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტეს" რიგებში გამოჩნდა. დიახ, პირველად 2008 წლის შემდეგ, პრიმერაში ჩვენი თანამემამულე მოთამაშე მოედანზე გამოვიდა. უკანასკნელი "ჯვაროსანი", რომელმაც ესპანური ფეხბურთის ელიტაში ითამაშა არის შოთა არველაძე.

ვისაც არ ახსოვს, "საბურთალოს" აღზრდილის მსგავსად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი აგრეთვე ვალენსიური გუნდის ღირსებას იცავდა. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ ახალგაზრდას და თემატურად გავიხსენოთ ყველა სხვა ჩვენი თანამემამულე, რომელსაც პრიმერასთან შეხება ჰქონდა.

ქართველები ლა ლიგაში: გზა, რომელიც მესხი-მეტრეველის დუეტის რეალში ტრანსფერით უნდა დაწყებულიყო

მესხი-მეტრეველი რეალში, მითი თუ რეალობა?

ლეგენდის თანახმად, პირველი ჩვენი თანამემამულე, რომელიც აღმოჩნდა მადრიდის "რეალის" რადარზე არის სლავა მეტრეველი. "სამეფო კლუბი" ქართველით ინტერესდებოდა 1960 წელს, მაშინ, როდესაც ის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ნაკრებში ევროპის ჩემპიონი გახდა.

თბილისის "დინამოს" შემტევის გარდა, "ბლანკოსის" ლისტში იყო სსრკ-ს კიდევ ხუთი ფეხბურთელი - ლევ იაშინი, ვიქტორ პონედელნიკი, ვალენტინ ივანოვი, იგორ ნეტო და ვალენტინ ბუბუკინი. როგორც ვხედავთ, მიხეილ მესხი "თეთრების" სიაში ჯერ არ ფიგურირებდა. "წითლების" მოთაფლვას პირადად ცდილობდა "რეალის" ლეგენდარული პრეზიდენტი, სანტიაგო ბერნაბეუ.

"არმიის" იმ დროინდელი წევრის, ვიქტორ ცარევის მტკიცებით, ესპანელი პრეზიდენტი გავრილ კაჩალინის შეგირდებს ესტუმრა პირდაპირ ევრო 60-ის ფინალის დასრულების შემდეგ, როდესაც მოთამაშეები ეიფელის კოშკზე მდებარე რესტორანში ვახშმობდნენ. მადრიდელის მთავარი სამიზნე იყო რუსი მეკარე, დანარჩენ 5-ეულს კი ის მოგვიანებით მიუბრუნდა.

ქართველები ლა ლიგაში: გზა, რომელიც მესხი-მეტრეველის დუეტის რეალში ტრანსფერით უნდა დაწყებულიყო

თუ მეტრეველს, პონედელნიკს, ივანოვს, ნეტოსა და ბუბუკინს პირენეელი სთავაზობდა 25 ათას დოლარს, მოსკოვის "დინამოს" კიპერს მან მიაწოდა ცარიელი ფურცელი, სიტყვებით: "გთხოვ, ჩაწერე ნებისმიერი ოდენობის თანხა". როგორც აღმოჩნდა, საბჭოთა მოთამაშეების ტრანსფერები "სამეფო კლუბში" არ შედგა.

არსებობს რამდენიმე თეორია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიღო ბერნაბეუმ სსრკ-ს ფეხბურთელებისგან უარი. პირველი ვერსია - "წითლებმა" ესპანელი გააცილეს სიტყვებით: "არ ვიყიდებით, ჩვენ ქვეყანაში ეს მიუღებელია". მეორე - სოციალისტური რესპუბლიკების მოთამაშეებს მართლაც უნდოდათ "ბლანკოსში" გადასვლა, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი კგბ-მ ჩაშალა.

მესამე ვერსია - "არმიის" მეკარემ ყველას სახელით სანტიაგოს განუცხადა - "მადლობა, მაგრამ რეალის დონის გუნდში გადასასვლელად მზად ჯერ არ ვართ. იქნებ, სხვა დროს იყოს". მეოთხე - კაჩალინის შეგირდებს დაემუქრა ისევ და ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი, რის გამოც მათ მოუწიათ უარის თქმა "თეთრების" პრეზიდენტისთვის.

ქართველები ლა ლიგაში: გზა, რომელიც მესხი-მეტრეველის დუეტის რეალში ტრანსფერით უნდა დაწყებულიყო

უცნობია მოლაპარაკებების ის მომენტი, როდესაც პირენეელი ესაუბრებოდა კონკრეტულად ქართველს. გაურკვეველია ისიც, შედგა თუ არა საერთოდ დიალოგი ბერნაბეუსა და სლავას შორის. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, "დინამოს" შემტევი მიგელ მუნიოსის გუნდში ვერ მოხვდა.

რაც შეეხება მესხს, საბჭოთა პრესა წერდა, რომ "რეალი" მის გადმობირებას 1965 წელს ცდილობდა. მადრიდელებს ქართველი განსაკუთრებით არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში მოეწონათ. მოლაპარაკებების მთავარი ინიციატორი კვლავ "სამეფო კლუბის" ესპანელი პრეზიდენტი იყო, რომელიც მიხეილს პირდაპირ სასტუმროს ნომერში ეწვია.

"დინამოს" შემტევმა იმოქმედა სსრკ-ს პირველი ნომრის პრინციპით და სანტიაგოს ზრდილობიანი უარი შეუთვალა. არსებობს ლეგენდა, რომ "ბლანკოსის" პრეზიდენტსა და "წითლების" ვინგერს შორის შეკამათებაც კი მოხდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. მოკლედ, "თეთრების" ისტორიაში ქართველები არ ფიგურირებენ, "მადლობა" სოციალისტური რესპუბლიკების რეჟიმს.

ქართველები ლა ლიგაში: გზა, რომელიც მესხი-მეტრეველის დუეტის რეალში ტრანსფერით უნდა დაწყებულიყო

თანამედროვე ეპოქა - წარუმატებელი მცდელობები, სინჯები, ჭორები

მესხი-მეტრეველის ლეგენდად ქცეული ისტორიის შემდეგ, "სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრებსა და ზოგადად ლა ლიგას გიორგი ქინქლაძე მიუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ პირველად ქართველი ჯერ მეზობელ "ატლეტიკოში" ვარჯიშობდა და უკვე შემდეგ, "რეალში". ცნობისთვის, "ინდიელები" სერიოზულად ფიქრობდნენ ქინქის გაფორმების შესახებ.

ტრანსფერი ჩაიშალა ფინანსური საკითხის გამო, კერძოდ, "როხიბლანკომ" არ ისურვა "მანჩესტერ სიტის" მომავალი ლეგენდის სანაცვლოდ "დინამოსთვის" 200 ათასი ფუნტის გადახდა. ქინქლაძის "სამეფო კლუბის" რეზერვში გატარებული პერიოდის შესახებ კი ბევრი არაფერია ცნობილი. რამდენიმე წლის შემდეგ, ქართველს "ბარსელონაც" დაუკავშირდა.

ქართველები ლა ლიგაში: გზა, რომელიც მესხი-მეტრეველის დუეტის რეალში ტრანსფერით უნდა დაწყებულიყო

გიორგი მაშინ "ქალაქელების" მთავარი ვარსკვლავი იყო და პრემიერ ლიგიდან გავარდნის შემდეგ, მას მსურველების მთელი რიგი დაუდგა. ქინქით კატალონიაშიც ინტერესებოდნენ, თუმცა მან გაჭირვებაში მყოფი გუნდი არ დატოვა და "ლურჯების" ერთგული დარჩა, ქვედა დივიზიონშიც კი.

2001 წლის ზამთარში ქართულმა გვარმა ლა ლიგაში როგორც იქნა გაიჟღერა. - კიევის "დინამოდან" "რეალ სოსიედადში" ხუთ მილიონ დოლარად გადავიდა გიორგი დემეტრაძე. ქართველმა სან-სებასტიანელები უკრაინაში გატარებული ბრწყინვალე სეზონით მოხიბლა და ცნობისთვის, მან უდიდესი როლი ითამაშა "ბლანკოსთან" დატრიალებულ 2:2-ში, ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე, 2000 წლის მარტში.

დემეს აქტიურობის შედეგად, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა "გალაქტიკოსების" ლეგენდარულმა მცველმა, ფერნანდო იერომ. რაც შეეხება უშუალოდ ბასკეთში გატარებულ პერიოდს, მუხლის ტრავმის გამო, ვალერი ლობანოვსკის ყოფილი შეგირდი გუნდში დიდი ხნით ვერ გაჩერდა.

ქართველები ლა ლიგაში: გზა, რომელიც მესხი-მეტრეველის დუეტის რეალში ტრანსფერით უნდა დაწყებულიყო

13 შეხვედრა და ერთი გოლი - ასეთია დემეტრაძის მონაგარი "თეთრ-ლურჯებში". გიორგის მსგავსად, ლა ლიგის გუნდში დამკვიდრება ვერ მოახერხა კიდევ ერთმა სახელოვანმა ქართველმა, შოთა არველაძემ. როგორც ავღნიშნეთ, "ჯვაროსნების" მთავარ გოლეადორი 2007-2008 წლებში "ლევანტეში" ირიცხებოდა.

ვალენსიური გუნდის ახალწვეულის კარიერის დასკვნითი ნაწილი დაიწყო წარუმატებლად, რადგან მან ერთ-ერთ პირველ ვარჯიშზევე მიიღო უმძიმესი ტრავმა, რასაც მოჰყვა ოპერაცია და 10-თვიანი უქმობა. ცხადია, მოედანზე დაბრუნებული 35-წლის არველაძე ოპტიმალური ფორმისგან უკვე შორს იყო.

ქართველები ლა ლიგაში: გზა, რომელიც მესხი-მეტრეველის დუეტის რეალში ტრანსფერით უნდა დაწყებულიყო

"ლურჯ-წითლების" ლაზარეთში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ქართველმა კარიერა დაასრულა. ცნობისთვის, 2007 წლის ზაფხულში კახა კალაძეთი "ბარსა" ინტერესდებოდა. აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა ავტორიტეტულმა Marca-მ, რომლის თანახმადაც კატალონიელები ქართველს გაბრიელ მილიტოს ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავდნენ.

არგენტინელის ტრანსფერი წარმატებით დაიხურა, შედეგად, "ბლაუგრანა" "მილანის" მცველის კანდიდატურასთან აღარ დაბრუნებულა. სეგუნდა დივიზიონიდან პრიმერაში გადასასვლელად სულ ცოტა დააკლდა "რეალ სარაგოსას" შემტევს, გიორგი პაპუნაშვილს, რომელიც ახლა იჯარით სანტანდერის "რასინგში" თამაშობს.

გიორგი აბურჯანია კი "სევილიას" სარეზერვო გუნდში ირიცხებოდა, თუმცა მთავარ გუნდამდე ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი ჯერჯერობით ვერ მომწიფდა, 2021 წლის ივლისამდე, იჯარით ის "ტვენტეში" იქნება. ესპანეთის ქვედა ლიგაში ადგილის დამკვიდრებას აგრეთვე ცდილობდნენ ოთარ კაკაბაძე და ლადო მოხევიშვილი.

ქართველები ლა ლიგაში: გზა, რომელიც მესხი-მეტრეველის დუეტის რეალში ტრანსფერით უნდა დაწყებულიყო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლინგარდის მიღწევა - პირველად, 2018 წლის დეკემბრის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა, ჯესი ლინგარდმა თავისი გუნდის ზედიზედ ორ უკანასკნელ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.

დღეს, 10:54

სოლსკიაერი: "სანჩესს ვემშვიდობები და წარმატებებს ვუსურვებ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა, რომ ალექსის სანჩესი მის გუნდში აღარ დაბრუნდება:

დღეს, 10:45

პირველი 30 - ლუკაკუმ პირადი რეკორდი დაამყარა

როგორც მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის 1/8 ფინალში მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ "ხეტაფეს" გაუტანა.

დღეს, 10:35

რა ეღირება ფატი კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ?

ნიკოლა სკირას ტვიტერის ცნობით, "ბარსელონა" ძალიან მალე კონტრაქტს გაახანგრძლივებს თავის ფორვარდთან, ანსუმანე ფატისთან.

დღეს, 10:26

ბეილმა იცის, რომ მისი მადრიდული კარიერა დასრულებულია

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრისთვის მადრიდის "რეალის" შემტევი, გარეტ ბეილი განაცხადში ვერ მოხვდა.

დღეს, 10:16

ბანანი, მანქანა, ბავშვი - AUDI-ს რეკლამის გამო ბოდიშების მოხდა მოუწია და ის სრულად გააქრო

ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ AUDI-მ ახალი რეკლამის გამო ბოდიში მოიხადა და ის ყველა სივრციდან ამოიღო.

დღეს, 03:34

დაბრუნება 9 წლის შემდეგ - არდა თურანმა ბარსელონა საბოლოოდ დატოვა

"ბარსელონას" უკვე ყოფილი ფეხბურთელი არდა თურანი იმ კლუბში ითამაშებს, სადაც კარიერა დაიწყო.

დღეს, 03:09

გადაწყვეტილია: ჯანო ანანიძის ახალი კლუბი ცნობილია

2 თვის წინ, GOAL.GE-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანო ანანიძე კონტრაქტის დეტალებზე რუსულ "როტორს" შეუთანხმდა.

დღეს, 03:03

ლუკაკუმ ეტოოს, მილიტოსა და რონალდოს მიღწევა გაიმეორა

ევროპა ლიგის 1/8 ფინალში მილანის "ინტერი" "ხეტაფეს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:26

ბართომეუ: "მესი კარიერას 3-4 წელში ბარსელონაში დაასრულებს"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ-მარია ბართომეუმ ლეო მესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 02:22

რამდენი მატჩი წააგო რეალმა რამოსის გარეშე ჩემპიონთა ლიგაზე?

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩს მადრიდის "რეალი" ხვალ "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართავს.

დღეს, 02:06

უცნაური და საინტერესო წესი: რისთვის მიიღებენ ფეხბურთელები წითელ ბარათს?

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიამ მთელ მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ფეხბურთშიც.

დღეს, 02:01

"თითქმის 24 საათი მუშაობს" - ტუხელმა მბაპეს მდგომარეობაზე ისაუბრა

მოგეხსენებათ, სათასო დაპირისპირებაში კილიან მბაპემ მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

დღეს, 01:58

"თუ არ გინდათ, წადით სახლში!" - ქეცბაია თავის ფეხბურთელებს გაუბრაზდა

კვიპროსის ჩემპიონატი მალე განახლდება, გუნდები კი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან.

დღეს, 01:53

ამერიკელმა თანაგუნდელმა კაშიას მოუბოდიშა, შემდეგ კი ისევ ქართულად მიმართა [VIDEO]

გუშინ, გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, რომელზეც მისმა თანაგუნდელმა ლუის ფელიპემ ქართულად უცენზურო სიტყვა დაუწერა.

დღეს, 01:46

ინტერმა ხეტაფე დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

ევროპა ლიგის 1/8 ფინალში გაიმართა საინტერესო შეხვედრა მილანის "ინტერსა" და "ხეტაფეს" შორის.

დღეს, 01:05

ორი მატჩის ჯამში 7:1 - მანჩესტერი 1/4 ფინალშია [VIDEO]

ევროპა ლიგის 1/8 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ლასკს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 00:56

ევროპა ლიგის მატჩში ხოჭოლავა გააძევეს - შახტარი 1/4 ფინალშია [VIDEO]

ევროპა ლიგის 1/8 ფინალში დონეცკის "შახტარი" შინ "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდა.

დღეს, 00:03

ევროპა ლიგაზე პირველი მეოთხედფინალისტების ვინაობა გაირკვა

როგორც იქნა, ევროთასებიც დაგვიბრუნდა და გავიგეთ პირველი მეოთხედფინალისტების ვინაობაც.

გუშინ, 23:47

ოფიციალურად: სიტიმ ჩელსის აღზრდილი მცველი შეიძინა

„ჩელსის" აღზრდილი კარიერას „მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.

გუშინ, 23:20

ზიდანმა სიტისთან მატჩის განაცხადში დისკვალიფიცირებული რამოსიც კი შეიყვანა, ბეილი კი - არა

მადრიდის „რეალის" თავდამსხმელი, გარეტ ბეილი, „მანჩესტერ სიტისთან" მერვედფინალის საპასუხო მატჩს გამოტოვებს.

გუშინ, 22:43

ვილიანს მორიგი ოფიციალური შეთავაზება მიუვიდა

მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს ლონდონის "ჩელსის" შემტევი ნახევარმცველი, ვილიანი თავისუფალი აგენტი ხდება.

გუშინ, 21:45

ტრანსფერის მოლოდინში, კოუტინიო ახალ კლუბს უახლოვდება

დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო სამუშაო ადგილს შეიცვლის.

გუშინ, 21:25

ტერ შტეგენის მომავალი გადაწყდა - იტალიელი ჟურნალისტი

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" გოლკიპერ მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება უნდა.

გუშინ, 20:55

"ერთ-ერთი უდიდესი ტოვებს სცენას", - კანი კასილასის ფეხბურთიდან წასვლას ეხმაურება

გერმანიის ნაკრების ექს-გოლკიპერმა, ოლივერ კანმა "რეალისა" და "პორტუს" ყოფილ მეკარეს, იკერ კასილასს მიმართა.

გუშინ, 20:45

მანჩესტერ სიტი სანჩოს მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერით იხეირებს

"მანჩესტერ სიტი" "დორტმუნდის" გარემარბ ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერით იხეირებს.

გუშინ, 18:37

ტუხელმა ბაიერნში სასურველ ფეხბურთელს მიაგნო და პსჟ-ს ბოსებს მიმართა

"პარი სენ ჟერმენის" მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელის შეძენა სურს.

გუშინ, 18:28

რატომ არ მისცა ხმა კვარაცხელიას? - რუბინის კაპიტნის გადაწყვეტილებამ არეულობა გამოიწვია

მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

გუშინ, 18:24

გრანდი, რომელსაც აგენტმა ხამეს როდრიგესის შეძენა შესთავაზა

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა კარიერა შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

გუშინ, 18:24

სარის შემცვლელის ძიებაში - იუვენტუსი უკვე 5 მწვრთნელს დაუკავშირდა

"იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემთხვევაში შეიძლება მაურისიო სარი გაათავისუფლოს.

გუშინ, 18:19
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10