» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ნანი: "ბავშვობაში ვშიმშილობდით, ვირთხები და ხვლიკები ჩვენი ყოველდღიურობა იყო"


ნანი:

„მანჩესტერ იუნაიტედის" და პორტუგალიის ნაკრების ექს-შემტევმა, ლუის ნანიმ, საკუთარ ბავშვობაზე ისაუბრა.

„მთელი ჩემი ისტორია იწყება იქიდან, თუ როგორ ვშიმშილობდით. ერთხელ, ჯერ კიდევ ბაშვობაში, მივხვდი, რომ ღმერთს სურს, ფეხბურთელი გამოვიდე. მე დედასთან და 8 დედმამიშვილთან ერთად, ერთ საძინებელში ვცხოვრობდი. იატაკზე უამრავი ნახვრეტი იყო, ხვლიკები და ვირთხები დარბოდნენ.

მოგიყვებით, როგორ მივედით იქამდე. მანამდე, ხის სახლში ვცხოვრობდით, რომელშიც სახურავს წყალი გასდიოდა, მაგრამ მამამ საკმარისი ფული იშოვა, რათა ნორმალური საცხოვრებელი სახლი აეშენებინა.

თუმცა, ის კაბო-ვერდეში გაემგზავნა (ჩემი მშობლები იქიდან არიან წარმოშობით) და რამდენიმე კვირაში უნდა დაბრუნებულიყო. მაგრამ, გავიდა რამდენიმე თვე, ის კი არ დაბრუნებულა. არ ვიცი, რატომ. მას იქაც ჰყავდა შვილები და იქნებ, იმათთან დარჩა? მხოლოდ ის მახსოვს, რომ ის იმდენად მიყვარდა, ვერც ვუბრაზდებოდი.

მისმა არყოფნამ ცხოვრება დედას გაურთულა. ის მარტო ზრდიდა ოთხ ქალიშვილს და ხუთ ვაჟს. რამდენიმე წელში, მან სხვა მამაკაცთან დაიწყო ურთიერთობა. ვცხოვრობდით დიდ სახლში, რომლის შენებაც მამას ჰქონდა დაწყებული, დედის მეგობარს კი სურდა, რომ მის სახლში გვეცხოვრა, რომელიც გაცილებით უარესი იყო. დაშორება არ გვინდოდა, ამიტომ გადავბარგდით. 10 ადამიანი ერთ საძინებელს, ერთ მისაღებს, სამზარეულოს და საპირფარეშოს ვიყოფდით. მე დივანზე მეძინა. მაშინ, ვირთხები და ხვლიკები ჩვენთვის ყოველდღიურობად იქცა.

საჭმელი არ გვქონდა, გადარჩენაზე ვიყავით გადასულები. მაგრამ, ერთ-ერთმა ძმამ, პაულუ რობერტუმ მოიფიქრა, როგორ გვეჭამა უფასოდ. მე 10 წლის ვიყავი, ის ხუთი წლით უფროსი. რეალურად, მან მამა შეგვიცვალა და ყველაფერი გვასწავლა. მან გვითხრა: „ლისაბონის მდიდარ რაიონში წავიდეთ და საჭმელი ვითხოვოთ, რატომაც არა?"

კი მაგრამ, ასე მარტივად? დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ პაულუ მართალი აღმოჩნდა, ამ ადამიანებს საჭმელი მართლაც აღმოაჩნდათ. პურს, წვნიანს და ორცხობილას გვაჭმევდნენ. ვიღაც სახლში გვპატიჟებდა, სხვები ფულს გვაძლევდნენ, იქ გავიჩინეთ მეგობრებიც. ვფიქრობ, მათ იმიტომ მოვეწონეთ, რომ არ გავქურდეთ. ჩვენ ვთხოვდით და გულწრფელად ვიქცეოდით.

ერთხელ, პიცერიის მახლობლად ფეხბურთს ვთამაშობდით და საჭმელი ვითხოვეთ. ჩვენ გვითხრეს, რომ არაფერი ჰქონდათ. მაგრამ, როცა მივდიოდით, ქალბატონი წამოგვეწია: „დაიცადეთ, დაიცადეთ! რამდენიმე წუთში, ის პიცით ხელში დაბრუნდა, რომელიც ღუმელიდან იმ წუთის გამოღებული იყო. რა პიცა იყო... უბრალოდ წარმოუდგენელი!

თუ შიმშილს არასდროს გადაგიტანიათ, იფიქრებთ, რომ ვამეტებ. მაგრამ, ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავით, მიხვდებოდით, რომ სიმართლე სვამბობ, რადგან იმ პიცის გემოს პირში დღემდე ვგრძნობ.

ქალბატონმა გვკითხა, რას ვსაქმიანობდით. ძმამ უპასუხა, რომ ფეხბურთს ვთამაშობთ. მან გვთხოვა, მეორე დღესაც მოვსულიყავით, აინტერესებდა, როგორ ვთამაშობდით. ჩვენ მოვედით, მან კი, ჩემი ძმის თამაშის დანახვისას, თქვა: „ვაუ, ძალიან კარგი ხარ! მე მყავს მეგობარი, ის პროფესიონალი ფეხბურთელია. შეიძლება, დაგეხმაროს."

ეს მეგობარი მარკუ აურელიუ აღმოჩნდა. სულ მალე, მისი დამსახურებით, პაულუმ „სპორტინგში" დაიწყო ვარჯიში. აი, ასე: ძმამ პიცა ითხოვა, საპასუხოდ კი პორტუგალიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში დაპატიჟეს! ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ ჩნდება. საბოლოოდ, პაულუ ვარჯიშს შეუდგა, თუმცა... ერთი თვის დაგვიანებით. სერიოზულად. არა ერთი საათის, არც 20 წუთის, არამედ ერთი თვის!

სწორედ ეს განასხვავებდა მას ჩემგან. ის გაცილებით ჩემზე უკეთ თამაშობდა, მაგრამ თავი სხვა აზრებით ჰქონდა გამოტენილი. მაშინ, არც ისე საუკეთესო მეგობრები გაიჩინა, მოწევა დაიწყო. „სპორტინგში" დროულად არ გამოჩნდა და ვარჯიში როტერდამის „სპარტაში" დაიწყო, მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელობის სურვილი მაინც არ გაუჩნდა.

როცა გავიგე, რომ მან „სპორტინგში" ჩარიცხვის შანსი გაუშვა ხელიდან, მივხვდი, რომ ღმერთმა ამირჩია იმ ადამიანად, ვინც ჩვენს ოჯახს უნდა დახმარებოდა.

ყველა ჩემს ძმას რაღაც აკლდა, რაც სწორ გზაზე ყოფნაში ხელს უშლიდა. დისციპლინა, განწყობა, საქმისადმი მიდგომა. მაგრამ, რაღაც მიზეზით, ეს ყველაფერი მე გამაჩნდა." - წერს ნანი The Player's Tribune-ს განყოფილებაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რა ეღირება ფატი კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ?

ნიკოლა სკირას ტვიტერის ცნობით, "ბარსელონა" ძალიან მალე კონტრაქტს გაახანგრძლივებს თავის ფორვარდთან, ანსუმანე ფატისთან.

დღეს, 10:26

ბეილმა იცის, რომ მისი მადრიდული კარიერა დასრულებულია

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრისთვის მადრიდის "რეალის" შემტევი, გარეტ ბეილი განაცხადში ვერ მოხვდა.

დღეს, 10:16

ბანანი, მანქანა, ბავშვი - AUDI-ს რეკლამის გამო ბოდიშების მოხდა მოუწია და ის სრულად გააქრო

ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ AUDI-მ ახალი რეკლამის გამო ბოდიში მოიხადა და ის ყველა სივრციდან ამოიღო.

დღეს, 03:34

დაბრუნება 9 წლის შემდეგ - არდა თურანმა ბარსელონა საბოლოოდ დატოვა

"ბარსელონას" უკვე ყოფილი ფეხბურთელი არდა თურანი იმ კლუბში ითამაშებს, სადაც კარიერა დაიწყო.

დღეს, 03:09

გადაწყვეტილია: ჯანო ანანიძის ახალი კლუბი ცნობილია

2 თვის წინ, GOAL.GE-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანო ანანიძე კონტრაქტის დეტალებზე რუსულ "როტორს" შეუთანხმდა.

დღეს, 03:03

ლუკაკუმ ეტოოს, მილიტოსა და რონალდოს მიღწევა გაიმეორა

ევროპა ლიგის 1/8 ფინალში მილანის "ინტერი" "ხეტაფეს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:26

ბართომეუ: "მესი კარიერას 3-4 წელში ბარსელონაში დაასრულებს"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ-მარია ბართომეუმ ლეო მესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 02:22

რამდენი მატჩი წააგო რეალმა რამოსის გარეშე ჩემპიონთა ლიგაზე?

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩს მადრიდის "რეალი" ხვალ "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართავს.

დღეს, 02:06

უცნაური და საინტერესო წესი: რისთვის მიიღებენ ფეხბურთელები წითელ ბარათს?

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიამ მთელ მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ფეხბურთშიც.

დღეს, 02:01

"თითქმის 24 საათი მუშაობს" - ტუხელმა მბაპეს მდგომარეობაზე ისაუბრა

მოგეხსენებათ, სათასო დაპირისპირებაში კილიან მბაპემ მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

დღეს, 01:58

"თუ არ გინდათ, წადით სახლში!" - ქეცბაია თავის ფეხბურთელებს გაუბრაზდა

კვიპროსის ჩემპიონატი მალე განახლდება, გუნდები კი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან.

დღეს, 01:53

ამერიკელმა თანაგუნდელმა კაშიას მოუბოდიშა, შემდეგ კი ისევ ქართულად მიმართა [VIDEO]

გუშინ, გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, რომელზეც მისმა თანაგუნდელმა ლუის ფელიპემ ქართულად უცენზურო სიტყვა დაუწერა.

დღეს, 01:46

ინტერმა ხეტაფე დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

ევროპა ლიგის 1/8 ფინალში გაიმართა საინტერესო შეხვედრა მილანის "ინტერსა" და "ხეტაფეს" შორის.

დღეს, 01:05

ორი მატჩის ჯამში 7:1 - მანჩესტერი 1/4 ფინალშია [VIDEO]

ევროპა ლიგის 1/8 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ლასკს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 00:56

ევროპა ლიგის მატჩში ხოჭოლავა გააძევეს - შახტარი 1/4 ფინალშია [VIDEO]

ევროპა ლიგის 1/8 ფინალში დონეცკის "შახტარი" შინ "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდა.

დღეს, 00:03

ევროპა ლიგაზე პირველი მეოთხედფინალისტების ვინაობა გაირკვა

როგორც იქნა, ევროთასებიც დაგვიბრუნდა და გავიგეთ პირველი მეოთხედფინალისტების ვინაობაც.

გუშინ, 23:47

ოფიციალურად: სიტიმ ჩელსის აღზრდილი მცველი შეიძინა

„ჩელსის" აღზრდილი კარიერას „მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.

გუშინ, 23:20

ზიდანმა სიტისთან მატჩის განაცხადში დისკვალიფიცირებული რამოსიც კი შეიყვანა, ბეილი კი - არა

მადრიდის „რეალის" თავდამსხმელი, გარეტ ბეილი, „მანჩესტერ სიტისთან" მერვედფინალის საპასუხო მატჩს გამოტოვებს.

გუშინ, 22:43

ვილიანს მორიგი ოფიციალური შეთავაზება მიუვიდა

მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს ლონდონის "ჩელსის" შემტევი ნახევარმცველი, ვილიანი თავისუფალი აგენტი ხდება.

გუშინ, 21:45

ტრანსფერის მოლოდინში, კოუტინიო ახალ კლუბს უახლოვდება

დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო სამუშაო ადგილს შეიცვლის.

გუშინ, 21:25

ტერ შტეგენის მომავალი გადაწყდა - იტალიელი ჟურნალისტი

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" გოლკიპერ მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება უნდა.

გუშინ, 20:55

"ერთ-ერთი უდიდესი ტოვებს სცენას", - კანი კასილასის ფეხბურთიდან წასვლას ეხმაურება

გერმანიის ნაკრების ექს-გოლკიპერმა, ოლივერ კანმა "რეალისა" და "პორტუს" ყოფილ მეკარეს, იკერ კასილასს მიმართა.

გუშინ, 20:45

მანჩესტერ სიტი სანჩოს მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერით იხეირებს

"მანჩესტერ სიტი" "დორტმუნდის" გარემარბ ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერით იხეირებს.

გუშინ, 18:37

ტუხელმა ბაიერნში სასურველ ფეხბურთელს მიაგნო და პსჟ-ს ბოსებს მიმართა

"პარი სენ ჟერმენის" მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელის შეძენა სურს.

გუშინ, 18:28

რატომ არ მისცა ხმა კვარაცხელიას? - რუბინის კაპიტნის გადაწყვეტილებამ არეულობა გამოიწვია

მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

გუშინ, 18:24

გრანდი, რომელსაც აგენტმა ხამეს როდრიგესის შეძენა შესთავაზა

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა კარიერა შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

გუშინ, 18:24

სარის შემცვლელის ძიებაში - იუვენტუსი უკვე 5 მწვრთნელს დაუკავშირდა

"იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემთხვევაში შეიძლება მაურისიო სარი გაათავისუფლოს.

გუშინ, 18:19

სერხი რობერტო მანჩესტერ სიტიში? - აგენტმა ყველაფერს ფარდა ახადა

"ბარსელონას" მცველის, სერხი რობერტოს აგენტი ფეხბურთელის "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 18:13

AS: შეთანხმება მიღწეულია, რეალი კუბოს ახალ კლუბში უშვებს

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, ტაკეფუსა კუბო მომავალ სეზონში იჯარით სხვა კლუბის რიგებში იასპარეზებს.

გუშინ, 18:06

შეთანხმება ვერ ხერხდება, ტერ შტეგენის მომავალი ჯერაც გაურკვეველია

კატალონიის "ბარსელონა" გოლკიპერ მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

გუშინ, 18:01
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10